პარლამენტი დღეს კონსტიტუციის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას დაამტკიცებს

დღეს იმ პირთა ვინაობა გახდება ცნობილი, ვინც მოსახლეობას ქვეყნის უზენაეს კანონში შესატან ცვლილებებს გააცნობს. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას დაამტკიცებენ. საერთო-სახალხო განხილვის საორგანზიაციო კომისია კანონმდებლებისგან, არასამთავრობო ორგანზიაციებისგან და კონსტიტუციონლაისტებისგან დაკომპლექტდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. მას “ქართული ოცნების” 108 დეპუტატი აწერს ხელს. საერთო სახალხო განხილვებითვის ერთი თვეა განსაზღვრული, რის შემდეგაც ქვეყნის მთავარი კანონი დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. მმართველი ძალა ასევე ვენეციის კომისიის შეფასებას ელოდება.

ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ ძალას კვლავ ბოიკოტს უცხადებს და განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს. ფრაქცია „ევროპული საქართველო“ კი პროცესში აქტიურად ჩაერთვება და შეეცდება დაარწმუნოს საზოგადოება, რომ კონსტიტუციის არსებული პროექტის მიხედვით შეცვლა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. საპარლამენტო უმცირესობა შეხვედრების დროს პლებისციტის ჩატარების აუცილებლობას კიდევ ერთხელ დააყენებს. პლებისციტის კითხვები პრეზიდენტის არჩევის წესს და საარჩევნო სისტემას ეხება.
საქართველოს ახალი კონსტიტუცია, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს ექნება.

საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის პროცესში არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვა იყო. კრიტიკა განსაკუთრებით სწორედ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებამ და ახალმა საარჩევნო სისტემამ გამოიწვია. კომისიის წევრთა ნაწილი პროტესტის ნიშნად კანონის შემუშავების პროცესსაც გამოეთიშა.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს – სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს – მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).

banner
წინა სტატიაშიჯანელიძე: ყველა, ვინც უვიზო მიმოსვლით ისარგებლა, სამშობლოში უნდა დაბრუნდეს
შემდეგი სტატიაგონიოში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა