30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეკლარაციაში ხაზგასმულია პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

„კანდიდატი ქვეყნები, აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარეთა ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ, რაც პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მუდმივმოქმედი ფორმატი იქნება.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა შემდეგი კონფერენცია 2027 წელს, მოლდოვაში გაიმართება“,– აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიანა ბუჩუკური: ხელისუფლება სიმართლეს ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ უპირისპირდება
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ღრმა და პრინციპული რეფორმა