პარლამენტი ავტოპარკის განახლებისთვის 3 მლნ–ს დახარჯავს

საქართველოს პარლამენტი 25 ახალ ავტომობილს შეიძენს. უკვე ცნობილია რომ დეპუტატებს სჭირდებათ პირველი კლასის, სედანის ტიპის და ჰიბრიდული მანქანები.

ახალი ავტოპარკისთვის თითქმის სამი მილიონი ლარი დაიხარჯება. მოთხოვნებში ხაზგასმით წერია, რომ ავტომობილები არ უნდა იყოს შავი ფერის.

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობა სოციალურად გაჭირვებულია, დეპუტატებისთვის ახალი ავტომობილების ყიდვა არამართებულია.

“კოლოსალურად დიდი რაოდენობის ავტომობილები აქვს საქართველოს მთავრობას ანუ ძალიან დიდი ავტოპარკი აქვს, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროებას არ წარმოადგენს და მითუმეტეს, ისეთი ავტომობილები, რომლებიც არის პირველი კლასისთვის განკუთვნილი. პირველი კლასი ეს არის, რომლებიც ემსახურება თანამდებობის პირებს, ესენი არიან მინისტრები, მინისტრებთან გათანაბრებულები, მერები და ა.შ. ანუ ეს არის მაღალი თანამდებობის პირები. რადგან პირველი კლასის ავტომობილებს ყიდულობს პარლამენტი, ეს ნიშნავს, რომ ამ ავტომობილებს ყიდულობენ კომიტეტის თავმჯდომარეებისთვის, ფრაქციის თავმჯდომარეებისთვის. ანუ მათთის განკუთვნილია პირველი კლასის ავტომობილები. მეორე კლასის ავტომობილები უფრო დაბალი თანამდებობის პირებისთვის.

საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ სოციალურად შეჭირვებულად, ხოლოს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებზე უნდა ზრუნავდნენ, ესენი ცხოვრობენ მოქალაქეებზე უკეთესად. დეპუტატის მოვალეობის შესრულება მანქანის გარეშე არის ადვილად შესაძლებელი. არ არის აუცილებელი, ავტომობილები ემსახურებოდეს დეპუტატებს, – ამბობს ბესიკ დონაძე.

banner
წინა სტატიაშიგაიზრდება, თუ არა რეალურად საქართველოში პენსია?! – ექსპერტების შეფასებები
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური – არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული ბრალდება არის მორიგი სიცრუე