“პარლამენტი არ ან ვერ აპირებს,ამიტომ ვახდენ ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას”

ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელებას ეს პარლამენტი როგორც ჩანს, არ ან ვერ აპირებს, ამიტომ ვახდენ ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას -ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დაპირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაგვიანდა. ამ დრომდე არ არის განხორციელებული ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანდა კანონმდებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც შეეხო ნარკოდამოკიდებულ პირთა მიმართ გამოყენებულ საკანონმდებლო ნორმებს. ნარკოპოლოტიკის რეფორმის განხორციელებას ეს პარლამენტი როგორც ჩანს, არ ან ვერ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ეს ნება არ ჩანს, ამიტომ ამ კვირაშივე მოვახდენ ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას, რომ უსამართლო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც ამ დრომდე სასჯელს იხდიან და ამაოდ ელოდებიან სამართლიან გადახედვას არსებული უსამართლო კანონმდებლობის. მიუხედავას იმისა, რომ განხორციელდა ნარკოდანაშაულის შესაბამისი მუხლის გაყოფა – რეალიზაციის და მოხმარების, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მოხდა სასჯელთა შეკრების წესის გაუქმება, ვერ და არ მოხდა ამ დრომდე იმ მუხლების შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც ოდენობების მიხედვით განსაზღვრავს ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირებისთვის შეფარდებულ სასჯელს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში15-24 ივნისს საქართველოში რეგიონში პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება
შემდეგი სტატიაე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით სენაკში ერთი პირი დააკავეს