“პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის” – ირაკლი კობახიძე

“არტული ოცნების” აღმასრულებელი მდივნი ირაკლი კობახიძე, არლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს აკრიტიკებს.

კობახიძე მიესალმება საკანონმდებლო ორგანოსთან არსებულ ჯებირებს. მისი თქმით, პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად

“პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული პროპორციულობის პრინციპით. იმისათვის, რომ სხვა უფრო რთული ზომები არ იყოს გამოყენებული, პრევენციული ზომებია მიღებული. მე ამას ვერ ჩავუღრმავდები, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი. ისინი ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს პარლამენტის მუშაობა უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, ასე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, 2012 წლამდე, როდესაც მიტინგებს უსასტიკესად არბევდნენ. ეს პრაქტიკა არის აღკვეთილი საქართველოში და პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. თავის დროზე ჩამოყალიბებული პრაქტიკა ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია ბექა ოდიშარიას: ბექა, მე არ გამექცე ბიჭო,გრცხვენოდეს… უნამუსო ხარ (ვიდეო)
შემდეგი სტატია“სირცხვილია”, ” მონა” – ამ წარწერით ქაღალდის თვითმფრინავები პარლამენტის ეზოში გადააფრინეს