პარლამენტარები სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონის განხილვაზე უარს ამბობენ

პარლამენტარები უარს ამბობს სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონის განხილვაზე. აღნიშული კანონპროექტი პარლამენტში რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ წარადგინეს, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა გააუქმა.

თუმცა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხზე აღარ იმსჯელებს.

„ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნულმა უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური რჩება და არა მარტო რჩება, არამედ ახალი კომპონენტებით უნდა შეივსოს, აღარ იქნა მიზანშეწონილი მსჯელობის გაგრძელება,“-განაცხადა კომიტეტის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) “ეს კანონი არის ქართველების წინააღმდეგ” – კვიციანი ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიამკვლელობა ლანჩხუთი-მამაკაცს დანით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული