პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ თქვა, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაა.

მერმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ პარკირების წესებს სიფრთხილით მოეკიდონ, რათა არ დაჯარიმდნენ.

„ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი, ამის შემდეგ, თუ ფოსტით ვერ მოხდება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართიც არის tp.ge. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით,” – ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, თუ მოქალაქე ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი – ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა დგას 2020 წლის არჩევნების შესახებ კელი დეგნანის განცხადების უკან