პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ინფორმაციით, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჩამოიტანა, რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები – სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები ჩაერთვებიან.
„ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ძეგლის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. მივესალმებით ამ ფაქტს და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ხვალ გამოფენა – ,,საქართველო-მეღვინეობის აკვანი“ გაიხსნება
შემდეგი სტატიათამარ ხულორდავა ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს