11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

პარიზში, თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიაში, სიხარულითა და მადლით აღსავსე დღე გათენდა

ოც წლიანი ემიგრაციის გზამ, ბევრი სირთულე და მონატრება მოიტანა, მაგრამ დღეს, ეს გზა განსაკუთრებული სინათლით განათდა. პარიზში, თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიაში, სიხარულითა და მადლით აღსავსე დღე გათენდა-ნოე გიორგი მოინათლა და ქრისტიანული სარწმუნოების გზა აირჩია.

ეს არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური რიტუალი. ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი, სულიერი განახლება და იმედით სავსე ნაბიჯი მომავლისკენ. ნოე-გიორგიმ, რომელიც თავისუფალ და კლასიკურ ჭიდაობაში უკვე ექვსი ბრწყინვალე გამარჯვებით ამაყობს, დღეს, კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – საკუთარი სულის ამაღლება.

ნათლობის ცერემონია სიყვარულითა და სითბოთი მამა ეფრემიამ აღავლინა. ეკლესიაში შეკრებილი ოჯახის წევრები და მეგობრები სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდნენ. მათი გულები სიამაყითა და მადლიერებით იყო სავსე.

განსაკუთრებით ბედნიერია მისი მასწავლებელი, ჰენრი ჭკადუა, რომელიც არა მხოლოდ სპორტულ წარმატებებში, არამედ, ნოეს პიროვნულ და სულიერ ზრდაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისთვის, ეს დღე, კიდევ ერთი დასტურია, რომ ნამდვილი გამარჯვება მხოლოდ ფიზიკურ ძალაში არ არის  ის რწმენაში, ღირებულებებსა და სწორ გზაზე დგომაშია.

დღევანდელი დღე, დარჩება როგორც ნათელი მოგონება. დღე, როდესაც ნოე-გიორგი არა მხოლოდ ჩემპიონი, არამედ, სულიერად გაძლიერებული ადამიანი გახდა.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირებაა ბერ ნიკოლოზის სახლთან
შემდეგი სტატიაიემენელი ჰუთები ბაბ-ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვით იმუქრებიან