პარიზში სასამართლომ ახალგაზრდა ისლამისტის 30 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამისტური სახელმწიფოს” მომხრე ინეს მადანი, რომელიც 2016 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან დანაღმული მანქანის პოვნის შემდეგ დააპატიმრეს, მომდევნო 30 წელს ციხეში გაატარებს ტერაქტების მოწყობის მცდელობისთვის – შესაბამისი გადაწყვეტილება ორშაბათს, 7 ივნისს პარიზის სააპელაციო სასამართლომ მიიღო – “დოიჩე ველე” წერს.
24 წლის მადანიმ სასამართლოში თქვა, რომ “ის უკვე ის არ არის, ვინც იყო ხუთი წლის წინ”, თუმცა, პროკურორმა მისი გამოსვლა შეაფასა, როგორც “აბსოლუტურად არასანდო”.

2016 წელს მადანისთან ერთად პარიზში კიდევ ორი, 23 და 39 წლის ქალი დააპატიმრა პოლიციამ. ინესი და მისი მეგობრები პარიზის რამდენიმე რაიონში ტერაქტებს ამზადებდნენ.
დაკავებისას მადანი პოლიციის თანამშრომელს დანით დაესხა თავს. როცა ის მიმალვას სცილობდა, პოლიციელებმა ის ფეხში დაჭრეს.

banner
წინა სტატიაშიFDA: უკანასკნელი 20 წლის მანძილზე – ალცჰაიმერის პირველი პრეპარატი
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის მეშვეობით, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა 34 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა