პარიზში პოლიციამ ალყა შემოარტყა სასტუმროს, სადაც საფრანგეთის ნაკრებია გაჩერებული

პარიზში პოლიციამ ალყა შემოარტყა სასტუმროს, სადაც საფრანგეთის ნაკრებია გაჩერებული

77პარიზში პოლიციამ ალყა შემოარტყა სასტუმროს, სადაც საფრანგეთის ნაკრებია გაჩერებული ევრო-2016-ის საფინალო მარტჩის წინ. განგაში სასტუმროსთან შემჩვეული უპატრონო ჩანთის გამო ატყდა – Sky Sports-ი “ტვიტერის” საკუთარ მინი-ბლოგზე აქვეყნებს. სამართალდამცველები გამნაღმველებს ელოდებიან.
შეგახსნებთ, რომ დღეს ევრო-2016-ის საფინალო მატჩი საფრანგეთის დროით 21.00 საათზე გაიმართება. ფინალში ერთმანეთს საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრებები ხვდებიან.

როგორც გაირკვა, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ საეჭვო ჩანთა აღმოაჩინა. რომელიც იქვე გააუვნებელყო. ინფორმაციას Sky Sports News ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში მიმდინარე რეფერენდუმზე ამომრჩევლების რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა
შემდეგი სტატია(video) რუსი მფრინავი, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა, სირიაში დაიღუპა