პარიზში ნარკოტიკების ლეგალური მოხმარების ცენტრი გაიხსნება

საფრანგეთის დედაქალაქში სპეციალიზირებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნება, სადაც ნარკოტიკების ლეგალური მოხმარება იქნება ნებადართული – ადგილობრივი მედია წერს.
დაწესებულება პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან იქმნება. ნარკომანებს უფასოდ მისცემენ ინექციისათვის საჭირო სტერილურ საშუალებებს. მათ 20 ექიმი და მედდა მოემსახურებათ.
დაწესებულების მიზანია ნარკომანებში ვირუსული დაავადებების რისკის შემცირება, მათ შორის, შიდსის და სხვა.
ანალოგიური სამედიცინო ოთახები არსებობს შვეიცარიაში, ესპანეთში, ლუქსემბურგში, ნორვეგიაში, დანიაში, ნიდერლანდებში, ასევე კანადასა და ავსტრალიაში.

banner
წინა სტატიაშილონდონში რუსეთის სირიაში მოქმედებები ნაცისტების ავიაციის დაბომბვებს შეადარეს
შემდეგი სტატია„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა