პარიზში მომხდარი ტერაქტების ავტორებიდან ერთ-ერთი იდენტიფიცირებულია

პარიზში მომხდარი ტერაქტების ავტორებიდან ერთ-ერთი იდეტიფიცირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზის მთავარ პროკურორზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ეს საფრანგეთის მოქალაქე ომარ ისმაილ მოსეფაია.

29 წლის ტერორისტს კრიმინალური წარსული ჰქონდა და ცნობილი იყო მისი რადიკალიზმით. სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მას შემდეგ შეძლეს, რაც ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მისი თითი იპოვეს და პოლიციამ ანაბეჭდებით, რომელიც მის სიცოცხლეში ჰქონდათ აღებული მისი პიროვნების დადგენა შეძლო. შეგახსენებთ, რომ საკონცერტო დარბაზში სამმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

პარიზში 3 ადგილზე მომხდარი ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა და 350-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მომხდარიადან რამდენიმე საათში ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათი თქმით ეს იყო პასუხი იმაზე, რომ საფრანგეთი მონაწილეობას იღებს ორგანიზაციის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებებში სირიასა და ერაყში.

banner
წინა სტატიაშიპარიზის პროკურორის ინფორმაციით, ტერაქტებში სამი ჯგუფი მონაწილეობდა
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრეზიდენტის გამოსახლებისთვის არ ეცლებათ