პარიზში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების მიზეზი საყოფაცხოვრებო შემთხვევა გახდა . ამის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავებზე დაყრდნობით ფრანგული მედია ავრცელებს. სამზარეულოს გაზის აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი, თუმცა მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულები და სახურავი.
აფეთქების შემდეგ უსაფრთხოების მიზნით კორპუსის ევაკუაცია განხორციელდა და დაიკეტა მიმდებარედ არსებული კომერციული ობიექტები.

ქუჩა, სადაც აფეთქება მოხდა პარიზის მე-6 რაიონში მდებარეობს,.

banner
წინა სტატიაში(video) დაპირისპირება პარლამენტში
შემდეგი სტატიაThe New York Times- დავით საყვარელიძე დაუყოვნებლივ აღადგინოს თანამდებობაზე