პარიზში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს

პარიზში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

მკვლელობაში დამნაშავე პირი მოსკოვში დაბადებული 18 წლის მამაკაცია. „ფრანს24“ წერს, რომ ის ეთნიკურად ჩეჩენი იყო.

სკოლის მასწავლებელი, რომელიც პარიზთან ახლოს მოკლეს, მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.

დანით შეიარაღებული მამაკაცი, კონფლან სენტ-ონორინის კომუნაში სკოლის მასწავლებელს ქუჩაში დანით დაესხა თავს. თავდასხმის შემდეგ შეიარაღებულ მამაკაცს პოლიცია დაედევნა და ცეცხლი გაუხსნა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის 67-ე ოლქის შესასვლელთან სააგიტაციო მასალის განთავსების წესის დარღვევის უამრავი ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიაარქიმანდრიტი კირიონი დავითგარეჯაზე: გახარია ,ლამის, ენმ-ის კურსს დაადგა