ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს, – ამის შესახებ Geo Team იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ფეხბურთელები კანში ისვენებდნენ.
წაღებულია სახლიდან ყველაფერი: ძვირფასეულები, ჩანთები და საათები.
“როგორც შევიტყვეთ, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდნენ” – წერს სპორტული გვერდი. ოფიციალური ინფორმაცია ფრანგულ პრესაში არ გავრცელებულა.