პარიზში გაზის ბალონებით სავსე საეჭვო მანქანა აღმოაჩინეს

9პარიზის ცენტრში პოლიციამ საეჭვო მანქანა აღმოაჩინა, რომელიც გაზის ბალონებით იყო სავსე -წერს Reuters-ი.
ინციდენტი შაბათს 3 სექტემებრს მოხდა, მაგრამ მასზე მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა “პეჟო-607”-ის შემოწმება დაიწყეს, რომელიც ნომრებს გარეშე იყო და საავარიო სიგნალებით პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან იდგა გაჩერებული. მანქანის შიგნით პოლიციელებმა არაბულ ენაზე დაწერილი ქაღალდები იპოვეს და გაზის შვიდი დატენილი და ერთი ცარიელი ბალონი.

როგორც დოკუმენტების ჩხრეკისას აღმოჩნდა, მანქანის პატრონი სპეცსამსახურების ზედამხედველობის ქვეშ არის, როგორც საზოგადოებისათვის საშიში. სავარაუდოდ, ის ისლამისტია. დაკავების შემდეგ ის გაანთავისუფლეს. მანქანაში მსხდომი 34 და 29 წლის წყვილი კი დააკავეს. ჯერჯერობით არ ვრცელდება მათ რა ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაში“გაზპრომმა” ანკარასგან “თურქული ნაკადის” პირველი ნებართვა მიიღო
შემდეგი სტატიაალექსანდრ ვერშბოუ: კრემლის პროპაგანდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ჩვენთაგანს აწუხებს