პარიზში 200-მდე “ყვითელი ჟილეტის” პროტესტანტი დააკავეს

ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქცია 20 აპრილს 23-ედ განახლდა. ამჟამად დემონსტრანტებმა ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად ახალ მეთოდს მიმართეს – ისინი ცეცხლს უკიდებდნენ ყველაფერს – დანგრეულ კონსტრუქციებს, ნაგვის ყუთებს, მანქანებს და ამით პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის იმპროვიზაციას აკეთებდნენ. “მილიონები ნოტრ-დამისთვის… და ღარიბებს რა?” – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მას მხედველობაში ჰქონდა ტაძრისთვის შეგროვებული თანხა, რომელმაც რამდენიმე დღეში 2 მილიარდი ევრო შეადგინა.

“შემომხედეთ, მეც მჭირდება დახმარება” – ეწერა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მაისურზე.
შაბათს საღამოსკენ, არეულობების მოწყობის გამო 189 პირი დააკავეს. საფრანგეთის მასშტაბით 17 567 ადამიანს შეუმოწმეს დოკუმენტები. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამიყენა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 60 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისირიის პორტ ტარტუსს რუსეთს 50 წლიანი იჯარით გადასცემენ
შემდეგი სტატიაკიევის სასამართლო ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ განაჩენს აცხადებს