პარიზში 15 წლის ტერორისტი დააკავეს

პარიზის პოლიციამ არასრულწლოვანი, 15 წლის მოზარდი დააკავა, რომელსაც შიდა პატიმრობაში ჰქონდა მისჯილი ტერაქტების მომზადების ბრალდების გამო.
დაპატიმრება შაბათს მოხდა – ფრანგული Le Point-ი წერს.
სამართალდამცველების მონაცემებით, არასრულწლოვანი ელია 2000 წელს დაიბადა. რამდენიმე ხნის წინ გამოძიებით დადგინდა მისი ფრანგ რადიკალებთან კავშირი, რომლის გამოც მას შიდა პატიმრობა მიესაჯა. სპეცსამსახურების მონაცემებით, რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც რაშიდ კასიმი უდგას სათავეში, ე.წ. “ქალების კომანდოსს” უდგას სათავეში. კასიმი გასულ კვირას დააპატიმრეს. დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდას და ტერაქტების მომზადებას ეწეოდა.
ელია მიმდინარე წლის აპრილიდან ძებნაში იყო, მას შემდეგ, რაც შიდა პატიმრობის პირობები დაარღვია.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე ხალხმა შეხვედრიდან გააგდო, ჩოჩელის ბანერები კი – დაწვა?
შემდეგი სტატია„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტარებს მოუწოდებენ, გზა ახალგაზრდებს დაუთმონ