პარიზში 140-მდე ადამიანი დააკავეს

პარიზის არეულობებში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე დაიწყო, 140-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან 29 დააპატიმრეს – ადგილობრივი BFMTV ავრცელებს.
შეტაკებების შედეგად დაშავებულია ექვსი პოლიციელი, სამმა დემონსტრამტნა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
გუშინ საღამოს, პარიზში, ბასტილიის მოედანზე ათასამდე ახალგაზრდამ საპროტესტო აქცია გამართა: “ლე პენი იქნება თუ მაკრონი არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნებს” – სკანდირებდნენ ისინი.
გუშინ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მეორე ტურში გადავიდნენ ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის დადგენილება: საჯარო მოხელე საუბრის ტონს სამიზნე ჯგუფის მიხედვით არჩევს
შემდეგი სტატიალიბანელმა ქალებმა პროტესტის ნიშნად საქორწილო კაბები გამოფინეს ბეირუთში