პარიზსა და მის შემოგარენში, შესაძლოა, კომენდანტის საათი განახლდეს

საყოველთაო კარანტინის წესების დარღვევის გამო, პარიზსა და მის შემოგარენში, შესაძლოა კომენდანტის საათი განახლდეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი “ ავრცელებს.

საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, მოქალაქეების უმეტესობა კარანტინის წესებს არ იცავს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საფრანგეთში ყოველ 30 წამში პარიზის ერთი მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირდება, ყოველ 15 წუთში კი, ერთი პარიზელი საავადმყოფოს დაავადების გამო მიმართავს.

პარიზში კომენდანტის საათის განახლების საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ოთხშაბათს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას განიხილავს.

პარიზში კომენტანტის საათი ოქტომბრის შუა რიცხვებში ერთხელ უკვე გამოცხადდა, რომელიც 30 ოქტომბერს საყოველთაო კარანტინის რეჟიმის დაწესების შემდეგ მოიხსნა. საფრანგეთში დღეს არსებული შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ პროდუქტების შესაძენად ან ექიმთან ვიზიტის მიზნით აქვთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით 1 460 745 ადამიანი დაინფიცირდა, 37 485 პაციენტი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა- მხარდამჭერთა ნაწილი აჭარის მთავრობის სახლის წინ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება
შემდეგი სტატიასაბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს