პარიზსა და ბოსტონში ტერაქტებს გადარჩენილი ახალგაზრდა ბრიუსლში დაშავდა

ამერიკელი მისიონერი-მორმონი, რომელიც ბოსტონის და პარიზის ტერაქტებს გადაურჩა, გუშინ, ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების სერიისას დაშავდა – ABC News-ი ავრცელებს.
აშშ-ს იუტას შტატის 19 წლის მკვიდრა მეისონ უელსმა, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტის ადგილზე იმყოფებოდა მისიონერების ჯგუფთან ერთად, მრავალჯერადი ჭრილობები და დამწვრობა მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უელსის მამის განცხადებით, მისი შვილი 2013 წელს ის ბოსტონის მარათონსაც ესწრებოდა ოჯახთან ერთად. ისინი ტერაქტის ადგილიდან მხოლოდ ერთი სახლის მოშორებით იდგნენ. 2015 წლის პარიზის ნოემბრის ტერაქტისას კი, ახალგაზრდა პარიზიდან 2 საათის სავალზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელის ტერაქტების სერიას სხვადასხვა მომაცემებით 34-დან 55-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ასობით კი დაზიანდა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) კასტრომ ობამას მხარზე ხელის დაედების უფლება არ მისცა
შემდეგი სტატიატრამპი და კლინტონი არიზონას პრაიმერიზე გავიდნენ