პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების მსხვერპლთა ნათესავები “ტვიტერს” უჩივიან

პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების მსხვერპლთა ნათესავებმა და ახლობლებმა “ტვიტერის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს – RTBF ავრცელებს.
კოლექტიური სარჩელი აშშ-ში შევიდა. განმცხადებლების აზრით, სოციალურმა ქსელმა ტერორისტების ტვიტების დაბლოკვა ვერ შეძლო, სადაც მათ მიერ ჩადენილ ტერაქტებზე იყო საუბარი. “ტვიტერმა” მათ კომუნიკაციის უძლიერესი იარაღი მისცა, რაც ტერორისტებს მიზნის მიღწევაში დაეხმარა” – განცხადებაშია ნათქვამი.
ნათესავები სოციალური ქსელისგან კომპენსაციას მოითხოვენ, რომლის რაოდენობაც დასახელებული არ არის.
როგორც RTBF აზუსტებს, გასულ წელს “ტვიტერმა” 360 ათასი მომხმარებლის გვერდი დახურა, რომელიც ასე თუ ისე, სავარაუდოდ, ტერორისტებთან იყვნენ კავშირში.

banner
წინა სტატიაშიამერიკულმა დაზვერვამ დაუშვა, რომ რუსეთი ათობით ქვეყნის არჩევნებში ჩაერია
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონმა რუსეთის დემონიზაციაზე უარის თქმისკენ მოწოდება გააკეთა