პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

პარიზში განხორციელებულ ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
პარიზის სხვადასხვა ადგილზე გუშინ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და სპორტულ მოედნებს, რასაც ამჟამინდელი მონაცემებით 153 ადამიანი ემსხვერპლა.

შეიარაღებულმა პირებმა თეატრ ბატაკლანში როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, ბოევიკები მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.
ორჯერ განხორციელდა შეტევა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და საზღვრები ჩაკეტა.

პოლიცია პარიზის მოსახლეობას მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ქალაქის სხვასხვა რაიონებში გაგზავნილია 2 ათასამდე სამხედრო.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით , ხელისუფლება დამნაშავეების მიმართ დაუნდობელი იქნება.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ტერორიზმი ყველაზე დიდი დანაშაულია და მის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს