პარიზის ტერაქტების შემდეგ საქართველოში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე საუბრობენ

პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე საუბრობენ საქართველოშიც. დღეს დილიდან ამ თემაზე კომენტარებს აკეთებენ პარლამენტის დეპუტატები.

უმრავლესობის წევრები ყურადღებას ამახვილებენ სპეცსამსახურების მუშაობასა და უსაფრთხოების იმ აუცილებელ ზომებზე, რომლებიც ქვეყანაში უნდა გატარდეს.

„ეს არის გლობალური პრობლემა. საფრთხეები არსებობს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა საუბარი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველების მონაწილეობა საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციებში. როგორც ვხედავთ, დადგა ის დრო, როდესაც ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყანამ, დიდმა და პატარამ, თავისი სრული რესურსი უნდა გამოყოს იმისთვის, რათა საფრთხეები ააცილოს არა მარტო საკუთარ ოჯახებს, არამედ მსოფლიოს,“ – განმარტა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საელჩოსთან თბილისში მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან