პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი ბრიუსელში დააკავეს

პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი გერმანიის მიმართულებით გადაადგილდებაბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის მოლენკების რაიონში, სპეცოპრაციის დროს პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო მედისაშუალებები ავრცელებენ. მათივე ცნობით, აბდესლიმი ფეხშია დაჭრილი.ამასთან, ინფორმაცია უკვე დაადასტურა ბელგიის იუსტიციის მინისტრმა.

ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

ამასთან, პარიზის ტერაქტების მონაწილე რვა პირიც სწორედ ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში ცხოვრობდა.

13 ნომებერს პარიზში განხორციელებულ თავდასხმებს 130 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ტერაქტი ბელგიაში დაიგეგმა. თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ბელგიაში 11 ეჭვმიტანილი დააკავა. მათგან რვა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიჭიქების სროლა თოქ-შოუ რვიანის სტუდიაში
შემდეგი სტატიაშარლ მიშელის კანცელარიამ ოფიციალურად დაადასტურა სალაჰ აბდესლამის დაკავება