პარიზის ტერაქტებიდან ერთი წლის შემდეგ კლუბი “ბატაკლანი” სტინგმა გახსნა

6ბრიტანელმა მომღერალმა სტინგმა პარიზის საკონცერტო დარბაზ “ბატაკლანში” კონცერტი გამართა – კლუბს გასულ წელს პარიზის ტერაქტის შემდეგ არ უმუშავია. კონცერტი წუთიერი დუმილით დაიწყო იმ 90 დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც კლუბში თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.
“ჩვენ მათ არ დავივიწყებთ” – თქვა სტინგმა ფრანგულად. მისივე თქმით, კონცერტის ყველა შემოსავალი ფონდს “სიცოცხლე პარიზისათვის” და “13 ნოემბერს” გადაერიცხება.
პარიზის ტერაქტები შარშან 13 ნოემბერს მოხდა. თავდასხმების შედეგად 130 ადამიანი გარდაიცვალა და 350-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს ენმ “იდეური წინამძღოლი და ერთგვარი სიმბოლო
შემდეგი სტატიაახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა