პარიზის სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, გია უდესიანის ექსტრადირებაზე უარი უკვე მეორედ უთხრა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, გია უდესიანის ექსტრადირებაზე უარი უკვე მეორედ უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ბიზნესმენი ავრცელებს. უდესიანის განცხადებით, დღეს პარიზის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

საუბარია, უდესიანის წინააღმდეგ, 23 დეკემბერს წაყენებულ საექსტრადიციო ბრალზე, რომელზეც გადაწყვეტილება 4 თვიანი განხილვების შემდეგ გამოცხადდა.
უდესიანის ადვოკატები დოკუმენტებს ახლა სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებენ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ოფიციალურად მაისში მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშიდონბასის ტრაგედიამ აიძულა რუსეთი, რომ დაეწყო ეს ოპერაცია უკრაინაში… მისი უპირველესი მიზანია დავეხმაროთ იმ ხალხს, ვინც დონბასში ცხოვრობს – პუტინი
შემდეგი სტატიაFreedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია