პარიზის გარეუბანში თავდამსხმელმა პოლიციელი დაჭრა

პარიზთან ახლოს, ქალაქ ვინსენში  თავდასხმის შედეგად ადგილობრივი პოლიტიკოსი მძიმედ დაიჭრა -ინფორმაციას  Le Figaro ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი, რომელიც ადრე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, მედდას დაესხა თავს, რომელიც სახლში უტარებდა მკურნალობის კურსს. ქალმა პოლიცია გამოიძახა. ადგილზე გამოცხადებულმა ბრიგადამ მამაკაცისთვის დანის წართმევა განიზრახა, თუმცა, მან წინააღმდეგობა გაუწია და ერთი-ერთი პოლიციელი დაჭრა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, თავდამსხმელი მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიCharlie Hebdo-მ იტალიის მიწისძვრაზე კარიკატურაში მიცვალებულები ლაზანიასთან ერთად დახატა
შემდეგი სტატიატრამპმა კლინტონს რეიტინგით ივლისის შემდეგ პირველად გაასწრო