პარიზის გარეუბანში სპეცრაზმმა შტურმით აიღო სახლი, რომელშიც უცნობ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი

პარიზის გარეუბანში სპეცრაზმმა შტურმით აიღო სახლი, რომელშიც უცნობ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი. სპეცოპერაციის შედეგად თავდამსხმელი მოკლულია. მძევლების აყვანამდე მან ორი ადამიანი მოკლა – სამართალდამცველი და მისი მეუღლე.

პარიზის გარეუბანში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმხგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია დაჯგუფებასთან დაკავშირებულმა სააგენტო Amaq-მა გაავრცელა.

თავდასხმა 13 ივნისის საღამოს იმ სახლის მახლობლად მოხდა, სადაც პოლიციის ოფიცერი ცხოვრობდა. უცნობმა პირმა სამართალდამცველს დანით რამდენიმე ჭრლობა მიაყენა, შემდეგ კი მისი მეუღლე და სამი წლის შვილი მძევლად აიყვანა და მათ ბინაში ჩაიკეტა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ სპეცრაზმმა შტურმით აიღო სახლი, თუმცა თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი ქალის მოკვლა მოასწრო. სამართალდამცველებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ “ეროვნული ფორუმი” დატოვა
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე დავით ნარმანიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს