პარიზის ცენტრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა შვიდი ადამიანი დაჭრა

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პარიზის ცენტრში შვიდი ადამიანი დაჭრა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდამსხმელის ტერორიზმთან კავშირი ჯერჯერობით არ იკვეთება.

დაჭრილთაგან ოთხს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ორი დაჭრილი ბრიტანეთის მოქალაქეა.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ზე უარესიაო “იბერიაო”… მკიდია თქვენი “ომეგაც” და ყველაფერი”
შემდეგი სტატია,,აქცები დაიწყება ორშაბათიდან,სისტემა კლავს, ამიტომ უნდა შემოგვიერთდეს საზოგადოება”