პარიზის აეროპორტში თვითმფრინავის შასში ცხედარი იპოვეს

შასში

 შასში პარიზში Air France-ის თვითმფრინავის შასში ცხედარი იპოვეს. როგორც ფრანგული მედია წერს, გვამი ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას აღმოაჩინეს.
ლაინერი ბრაზილიის სან-პაულოდან ჩამოფრინდა. ცხედარი სასამართლო ექსპერტიზაზე გაიგზავნა, სადაც მისი პიროვნება და მოქალაქეობა დადგინდება. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

2015 წლის 12 სექტემბერს ანალოგიური შემთხვევა მოხდა ამსტერდამშიც. მაშინ სატვირთო თვითმფრინავი აფრიკიდან ჩამოფრინდა.

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელში ნარკობარონ ელ ჩაპოს დაკავების ვიდეო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატია“გაზპრომის” დამლაგებელი და მისი 2 მილიონიანი ჩანთა, რომელიც მოპარეს