პარიზიდან დაბრუნებულმა ტრამპმა ევროპა გააკრიტიკა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ორშაბათს პარიზიდან ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე, სადაც პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ას წლისთავს აღნიშნავდნენ, ევროპა გააკრიტიკა თავდაცვის ხარჯებისა და აშშ-სთან ვაჭრობაში პროფიციტის გამო.

ტრამპმა “ტვიტების” ახალ სერიაში დაწერა, რომ სხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრაზე “ბევრ რამეს მიაღწია”, თუმცა, აღნიშნა, რომ “ყოველთვის ადვილი არ არის იმაზე საუბარი, რომ აშშ-ს სამართლიადან უნდა მოექცე, რაც ასე არ ხდება როგორც სამხედრო სფეროში, ასევე ვაჭრობაში”. “ჩვენ სხვა ქვეყნების სამხედრო დაცვის უდიდეს ნაწილს ვიხდით, მილიარდობით დოლარს, საპასუხოდ კი ვიღებთ უდიდეს უპირატესობას ვაჭრობაში მილიონობით დაკარგული დოლარის სახით იმავე ქვეყნებთან” – პრეზიდენტმა დაწერა და დაამატა: “მე მათ ვუთხარი, რომ ეს სიტუაცია ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. ეს ყოველთვის აბსურდული იყო აშშ-სთან მიმართებაში. უზარმაზარი თანხა იხარჯება სხვა ქვეყნების დაცვაში, ჩვენ კი ვიღებთ სავაჭრო დეფიციტს და დანაკარგს. დროა, ამ ძალიან მდიდარმა ქვეყნებმა ან გადაუხადონ აშშ-ს ძალიან კარგი სამხედრო დაცვისთვის, ან თვითონ დაიცვან თავები… ვაჭრობა კი, უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი” – “ამერიკის ხმა” წერს.

ტრამპი საკუთარ თავს “ნაციონალისტს” უწოდებს, საგარეო პოლიტიკაში კი მიჰყვება პრინციპს “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”. ამავე დროს, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ასი წლისთავის ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრამპის თავდასწრებით დაგმო მსოფლიოში აღზევებული ნაციონალიზმი და მას “გამყიდველი პატრიოტიზმი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიAP: უკრაინაში ნაციონალისტები მოზარდებს მკვლელებად წვრთნიან
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება” – კახა კალაძე