პარიზი: აბაუდას ბიძაშვილს თავი არ აუფეთქებია

პარიზი: აბაუდას ბიძაშვილს თავი არ აუფეთქებია

პარიზი: აბაუდას ბიძაშვილს თავი არ აუფეთქებიაპარიზის ტერაქტების შესაძლო ორგანიზატორის ბიძაშვილს ოთხშაბათს, სენ-დენის ოპერაციისას თავი არ აუფეთქებია – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
პოლიციამ განაცხადა, რომ ნაპოვნია მამაკაცის და არა ჰასნი აიტბულაჰსენის სხეულის ნაწილები, რომლის ძმა აბდელჰამიდ აბაუდი სპეცოპერაციაში დაიღუპა. მესამე დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით არ დადგენილა.
გუშინ საფრანგეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეორე თვითმკვლელი ქვეყანაში საბერძნეთიდან შემოვიდა.

13 ნოემბერს პარიზში ტერორისტეული აქტების შეედგად 129 ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა. ბევრი მათგანი დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ საფრანგეთის მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია ერთხმად მიიღო, რომელიც ქვეყნებს მოუწოდებს ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით იბრძოლონ.
რეზოლუციამდე რამდენიმე საათით ადრე მალიში შეიარაღებული ექსტრემისტები სასტუმრო რედისონს დაესხნენ თავს. ადგილობრივი სპეცდანიშნულების რაზმისა და ფრანგი კოლეგების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მძევლების განთავისუფლება მოხერხდა. დაიღუპა 27 ადამიანი. მალის მთავრობამ სამდღიანი გლოვა და 10 დღით საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.
ევროკავშირი შენგენის ზონის რეფორმებს იწყებს.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელმა ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოაცხადა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში სამი ერაყელი ელჩის გატაცების მცდელობის გამო დააკავეს