(video)ფარესაშვილი კიდევ ერთხელ ასახელებს იმ პირებს, ვინც მისი მტკიცებით პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ფლობენ და ავრცელებენ

გიორგი ფარესაშვილი ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში დეტალურად საუბრობს აუდიომასალაზე. მისი თქმით, ჩანაწერში ოთხი პირი სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ მასალებზე საუბრობს.. ფარესაშვილი კიდევ ერთხელ ასახელებს იმ პირებს, ვინც მისი მტკიცებით პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ფლობენ და ავრცელებენ.

საუბარია ნუგზარ ფოფხაძეზე, გიორგი მამაცაშვილზე, გია ხუხაშვილზე და მაშინდელი შიანაგნ საქმეთა მინისტრის მოადგილეებზე. ფარესაშვილი ამბობს, რომ შედგა მაფიოზური შეხვედრა, სადაც წილების გადანაწილებაზე და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟზეა საუბარი. მისი თქმით, ეს არის ერთი ჯგუფი,რომელიც ვაჭრობდა , როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასევე “ქართულ ოცნებასთა”.

ფარესაშვილის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერში მკაფიოდ ისმის ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილის ხმა, სადაც ის ამბობს, რომ მას გარკვეული ვიდეომასალა აქვს. მისივე თქმით, ამ შეხვედრიდან მეორე დღეს ის გააფრთხილეს, რომ თუ არ შეწყვეტდა გარკევული ჯგუფების წინააღმდეგ გამოსვლას მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება მოხდებოდა. ფარესაშვილის განცხადებით, შეხვედრიდან და გაფრთხილებიდან 10 დღის შემდეგ ვიდეომასალა გავცელდა კიდეც.

https://youtu.be/0BwDW4fC0jQ

https://youtu.be/6UiegXJHc_U

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაიაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს