ფარცხალაძის გამდიდრების წყარო კორუფციაა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის დავალებით არის ჩართული – ირმა ნადირაშვილი

ოთარ ფარცხალაძის გამდიდრების წყარო არ არის საავიაციო ქარხანა, მისი გამდიდრების წყარო არის კორუფცია – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის განცხადებას, სადაც ოთარ ფარცხალაძის შემოსავლის წყაროდ ახლადგახსნილი ქარხანაა დასახელებული.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ოთარ ფარცხალაძე მილიონობით შემოსავალს იმ ქარხნიდან ვერ მიიღებდა, რომელსაც ჯერ პროდუქცია არ გაუყიდია. მისი განცხადებით, ფარცხალაძის გამდიდრების წყარო კორუფცია, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით არის ჩართული.

„ჩვენი ხელისუფლება ძალიან აიჭრა ერთის მხრივ აბსურდული განცხადებები ლევან ყიფიანის, რომელიც ამბობს, რომ დუბლებში წერდა ოქრუაშვილის დავალებით, მეორეს მხრივ ფარცხალაძის ადვოკატის შეუჯერებელი განცხადებები საპარტნიორო ფონდთან.

ისინი ცდილობენ ჟარგონით, რომ თქვათ გააპრავონ ფარცხალაძის მილიონები დიდი ავიაციით, მაგრამ დიდი ავიაცია არ არის ფარცხალაძის გამდიდრების წყარო. მისი გამდიდრების წყარო ეს არის კორუფცია, ის კორუფციული სქემები, რომელსაც ალაგებს ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით,“-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა : „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს გუშინ ეცნობათ, რომ მთავარ პროკურორს 17 ოქტომბერს შეხვდებიან
შემდეგი სტატიააგონიაში მყოფი ხელისუფლება საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა – გიორგი ვაშაძე