ფარცხალაძის ადვოკატები დოკუმენტურ მასალას გაასაჯაროებენ

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები შარდენის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ დოკუმენტურ მასალას გაასაჯაროებენ. პრესკონფერენციას 12:00 საათზეა დაგეგმილი.

ადვოკატების განცხადებით, მასალები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს არ მოიცავს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ვიდეომასალის ოფიციალურად გამოთხოვის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებას კადრები ამ დრომდე არ გადაუცია.

იურისტები აცხადებენ, რომ ოთარ ფარცხალაძე ჩვენების მისაცემად მზად არის, თუმცა საგამოძიებო უწყებიდან მას უწყება ამ დრომდე არ მისვლია.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას 13 მაისს დაესხნენ თავს. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცახალაძეს ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ სადილს დაესწრო
შემდეგი სტატიაშსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავა