ფარცხალაძის ადვოკატები აუდიტის დასკვნის დროულად გამოქვეყნებას მოითხოვენ

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს მოუწოდებენ დასკვნა დროულად გამოაქვეყნოს. მათი თქმით, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მის შესწავლას პროკურატურაში მოითხოვენ.

„მოვუწოდებთ მთავარ აუდიტორს – ამ ატეხილი აჟიოტაჟის მთავარ პერსონას, დროულად გამოაქვეყნოს ის დასკვნა, რომელზეც უკვე დღეებია, რაც მიდის საუბარი, თუმცა დასკვნა არ ქვეყნდება. საზოგადოებისაგან ბატონ ოთარს არაფერი აქვს დასამალი და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, თხოვნით შეისწავლონ დასკვნა და საზოგადებას ამცნონ სრული სიმართლე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბატონი თორდია არ გამოაქვეყნებს დასკვნას, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს ბატონი ოთარ ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისათვის“, – განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო კომპანია Mfx capital-ის ხელმძღვანელ პირებს ბრალი წარედგინა – მათი ძებნის შესახებ დადგენილება გამოტანილია
შემდეგი სტატიაწოწორიას ძმის, ვანო მერაბიშვილის და რუსთავი 2-ის საქმეები – პისტოლეტი სამზარეულოში