ფარცხალაძეს ბრალი ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინეს, თუმცა ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატი

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ პროკურატურამ ფარცხალაძესცემის მუხლით წარუდგინა.

ფარცხალაძეს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ცემას ედავებიან.

“ჩვენ დავადასტურეთ, რომ არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი ჩვენი მხრიდან. განვმარტეთ, რომ პროვოცირებას ადგილი ჰქონდა ე.წ. დაზარალებულის მხრიდან და ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას”- აცხადებს მოსიაშვილი.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ უამრავმა პირმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰყავს გადმობარგებული”
შემდეგი სტატიასასმართლომ კობა დავითაშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა