10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ფარავნის უღელტეხილზე დროებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი: რუსეთი უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს სცემს
შემდეგი სტატიაგერმანია: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ზეწოლის ტაქტიკაა და არა მოლაპარაკებების დასასრული