ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია დაკოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვა რჩება მხოლოდ ნაქერალას უღელტეხილზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

banner
წინა სტატიაშისასამართლო ინგა ჩატოიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს – პროცესი ამ წუთებში იწყება
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ცნო