ფარანჯას აკრძალვა: სად და რატომ არ შეიძლება მისი ტარება

chadri2სენეგალის მთავრობამ განაცხადა, რომ ფარანჯას სრულად აკრძალვის საკითს განიხილავენ. მათი აზრით, თავსაბურავი, რომელიც სახეს ფარავს, შესაძლებელია შეიარაღებულ ბოევიკებს მალავდეს. სენეგალი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომლის მთავრობა უარს ამბობს ფარანჯას ტარებაზე.
ზოგიერთი მუსლიმი ქალები ისეთ ფარანჯას ატარებენ, რომელიც სახეს და ტანს სრულიად ფარავს, ამასთანავე, თვალებისთვის სოეციალური ნაჭერია გამოყენებული, რომლის მიღმაც შესაძლებელია დაინახო, მაგრამ იმის შანსი, რომ სახე გამოჩნდეს, ფაქტობრივად, არ არსებობს.

სენეგალის მთავრობა ამტკიცებს, რომ ასეთი ტანსაცმელი ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას. გასულ წელს ისლამისტი ბოევიკები ხშირად იყენებდნენ ქალის ტანსაცმელს ასაფეთქებელი ნივთიერებების გადასატანად. ქვეყნის შს მინისტრმა აბდულა დაუდმა ტანსაცმლის მკაცრი შეზღუდვების შემოღება მოითხოვა, თუკი ის ტანს და სახეს ფარავს. სენეგალი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს ექსტრემისტული დაჯგუფება “ბოკო ჰარამის” გამო, რომელიც ნიგერიაშია ბაზირებული.
მინისტრი ამბობს, რომ ეს ზომები მუსლიმების წინააღმდეგ არ არის მიმართული, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ, თუმცაღა წინადადებამ აღაშფოთა ისინი, რომლებიც ქვეყანაში ქალების უფლებებზე მუშაობენ – ისინი ფიქრობენ, რომ ამით პირის ინდივიდუალური და რელიგიური თავისუფლება იზღუდება. მუსლიმი ქალის ტანსაცმელი დამოკიდებულია რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებზე. რა რა არის?

chadri 3

ფოტოებზე გამოსახულია ტანსაცმლის ოთხი სახეობა:
ხიჯაბი – თავსაბურავი, რომელიც თავს და მხრებს ფარავს, მაგრამ ამავე დრო სახე ღია რჩება.
ნიკაბი – თავსაბურავი, როგორც წესი, შავი ფერის, იფარება სახე, მაგრამ თვალები ღიაა.
ჩადრა – ტანსაცმელი, რომელიც თავიდან ფეხებამდე ყველაფერს ფარავს, სახის გარდა. ჩადრას დროს თავზე შედარებით მცირე ზომის თავსაბურავს იკრავენ.
ფარანჯა – ხალათის მსგავსი, რომელსაც მკლავები არა აქვს, ფარავს არა მხოლოდ სრულიად ტანს, არამედ,სრულად სახესაც. ამავე ტიპის ტანსაცმელს მიეკუთვნება თავსაფარი ბურკა, რომელიც ქალის სხეულის ზედა ნაწილს სრულიად ფარავს.

ფარანჯას ტარება უკვე აკრძალულია აფრიკის სამ ქვეყანაში: ჩადე, გაბონე და კონგო-ბრაზზაბილე. კამერუნმა ქვეყნის ჩრდილოეთით შემოიღო აკრძალვა.ჩადში აკრძალვა მას შემდეგ შემოიღეს, რაც ფარანჯაში ჩაცმულმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა და 33 ადამიანი მოკლა დედაქალა ნდჟამენში.მიუხედავად იმისა, რომ სენეგალში უკანასკნელი თვეების მანძილზე სიმშვიდეა, ორი კვირის უკან პოლიციამ ორი იმამი დააკავა, რომლებიც ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან კავშირში არიან ბრალდებულები.

2010 წელს საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც მამაკაცებს და ქალებს სახის დამალვა აუკრძალა საზოგადოებრივ ადგილებში.

საფრანგეთის სენატმა ერთხმად მიიღო შესაბამისი კანონი, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალულია ფარანჯით, ნიკაბით, ნიღბებით, შლემებით და კაპიუშონებით გამოჩენა.
საფრანგეთში დაახლოებით 5 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს – ეს დასავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი დიასპორაა. მათგან დაახლოებით 2 ათასი მუდმივად ატარებდა ფარანჯას.

chadri 4

კანონის მიღებისას, ქვეყნის პორეზიდენტმა ნიკოლა სარკოზმა განაცხადა, რომ ფარანჯა საფრანგეთის მიწაზე არ არის მისასალმებელი. მან თქვა, რომ ტანსაცმლის იდეა შეუთავსებელია ინტეგრაციისა და ფრანგული სახელმწიფოს სამოქალაქო ხასიათისთვის.
2004 წელს ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც რელიგიური სიმბოლოების ან ტანსაცმლის საზოგადოებრივი დემონსტრირება იკრძალება.

ფრანგული კანონი, რომლითაც ფარანჯას ტარება იკრძალება, ასევე იმ პირის პასუხისმგებლობის საკითს აყენებს, რომლებიც ქალებს აიძულებენ მის ჩაცმას: ისინი დაჯარიმდებიან, ან ერთი წლით თავისუფლება აღეკვეთებათ.

 

 

ბელგიამ საფრანგეთის მაგალითს 2012 წელს მიბაძა. ნიდერლანდებში ფარანჯა სკოლებში 2007 წლიდან აიკრძალა, შემდეგ აკრძალვა გაფართოვდა და ახლა მისი ჩაცმა საზოგადოებრივ ადგილებში არ შეიძლება: ტრანსპორტიდან დაწყებული უნივერსიტეტებით დასრულებული. მიმდინარე მომენტისთვის ეს სამი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი კანონი მიიღო, დანარჩენ სახელმწიფოებში გარკვეული შეზღუდვები არსებობს. მაგალითად, ბარსელონაში არ შეიძლება სახის დაფარვა, იგივე შეზღუდვაა დანიაში. ნაწილობრივ აკრძალულია ფარანჯა იტალიის რამდენიმე ქალაქში, ასევე გერმანულ ჰესსენში.
თურქეთმა თავსაბურავის ტარება 2013 წელს აკრძალა. თუმცა, მმართველი პარტია ირწმუნება, რომ ეს აკრძალვა ქალებს სრულყოფილად არ აძლევს ისლამის თაყვანისცემის საშუალებას.
სირიაში 2011 წლიდან მასწავლებლებს უფლება მიეცათ სახის დამფარავი ნიკაბი ატარონ. ადრე ქვეყნის განათლების სამინისტროს აკრძალული ჰქონდა განათლების სისტემაში მისი ტარება. ამავე დროს 2011 წელს ტუნიზმაც მოხსნა აკრძალვა.

chadri 5chadri 6chadri1

banner
წინა სტატიაშიახალი ვირუსი “ფეისბუქზე” და მასთან ბრძოლის მეთოდები
შემდეგი სტატიამალის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ალ-მურაბითუნმა” აიღო