27.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნული ნაკრების წევრს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას სამინისტროს საპატიო სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ლაშა მიქავამ ახლახან მოლდოვაში გამართულ პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი და შესაბამისად, პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მინისტრმა ლაშა მიქავას გამარჯვება მიულოცა და მორიგი წარმატებები უსურვა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტის განვითარებისა და სპორტსმენების ხელშეწყობის მიზნით, კვლავაც არაერთ მსგავს აქტივობას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშირუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში გაგრძელდება
შემდეგი სტატიასუსის ხელმძღვანელის თქმით, “ყალბი ჩანაწერების” შესაძლო გავრცელებაზე განცხადება პრევენციისთვის გაკეთდა