პარალიზებული მოძრაობა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკვეთილში – ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხის ტრანსპორტირების პროცესმა კვლავ პრობლემები შექმნა.
სამეგრელოდან შეკვეთილში ასწლოვანი კატალა და დასავლური მუხა გადააქვთ. ხეები ამჟამად სოფელ ერგეტამდეა მიტანილი. ისინი საბოლოოდ ანაკლიამდე უნდა მიიტანონ და ზღვით გადაიტანენ შეკვეთილში.
მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის სოფელ კახათიდან ერგეტამდე პარალიზებული იყო. 11 სოფლის მოსახლეობას დენი არ მიეწოდებოდა.