პარალელური რეალობის შექმნის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან ჰქვია, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი – მდინარაძე

პარალელური რეალობის შექმნის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან ჰქვია ერთადერთი რამ, ეს არის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი, – ასე აფასებს ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნას.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფების შექმნა პარლამენტის პასუხისმგებლობაა და ,,პარალელური ჯგუფები არაფერს აკეთებენ”, შესაბამისად, ეს აბსოლუტური უმეცრება და უპასუხისმგებლობაა.

,,ტექნიკური პარლამენტის შექმნა უბრალოდ ხერხია, სამუშაო ჯგუფების შექმნაზე პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტი, მაშინ ვიაროთ ასე ჯგუფ-ჯგუფად და ვიმუშაოთ, ეს არის აბსოლუტური უმეცრება და უპასუხისმგებლობა გამომდინარე იქიდან, რომ პარალელური ჯგუფები არაფერს აკეთებენ, ეს არის სუსტი, პიარული სვლა ევროკავშირის რეკომენდაციების საბოტაჟისთვის”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობა“, ვაშაძე, „ლელო“ აბსოლუტურად ერთია, შექმნეს რაღაც ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, ყველანაირად პოლარიზაციისკენ მიჰყავთ პროცესი, თუმცა ამას ვერ შეძლებენ – კობახიძე
შემდეგი სტატიარატომ განიცადეს „რუსკი კარაბლის“ „პასაჟირებმა“ ქალბატონი დეგნანის წალენჯხიაში სტუმრობა ისე მწარედ, რომ ფეიკნიუსი ფეიკნიუსზე გამოაცხვეს?