პარაკლისი აქციის ნაცვლად – რუსთაველის გამზირზე დღეს ხალხი ისევ შეიკრიბება. როგორც მამა დოროთე სოციალურ ქსლეში წერს, თუ ხალხის სურილი იქნება, პარაკლისები რუსთაველზე ყოველდღიურად ჩატარდება.
“დღეს 20 საათიდან გელოდებით რუსთაველის ამბიონზე. ჩატარდება წმინდა გიორგის პარაკლისი. ეს “მორწმუნე” მთავრობა იმედია ლოცვას არ აგვიკრძალავს, თუ თქვენი,ხალხის სურვილი იქნება შეგვიძლია რუსთაველზე დავნიშნოთ ყოველდღიური პარაკლისები. ჩვენთან არს ღმერთი”, – წერს მამა დოროთე
ცნობისთვის, “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები “ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ მიიღო, ძალაში კი დღეს შევიდა.
ცვლილებების თანხმად, აქციის ჩასატარებლად შსს-დან ნებართვის აღება გახდა სავალდებულო.
ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.
















