ფაქტობრივად, აცხადებენ, რომ ვიღაცის მკვლელობა აქვთ დაგეგმილი – ხაბეიშვილი კობახიძის განცხადებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი თავისი განცხადებით ფაქტობრივად ამბობს, რომ მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობა აქვთ დაგეგმილი.

“ფაქტობრივად, აცხადებენ, რომ ვიღაცის მკვლელობა აქვთ დაგეგმილი, ოღონდ მერე დააბრალონ ოპოზიციას დაახლოებით ამას საუბრობენ. ჯერ სუს-მა მოგვიყვა, რომ ვიღაც უნდა მოკლან, ახლა ამბობენ, რომ თურმე თათბირებზე ამბობენ ამას[..]. ეს სიგიჟეა, ამ სიგიჟეს ლაპარაკობს, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, ეს მძიმე შემთხვევაც აღარაა, ტრაგიკულია ამის ყურება ყოველდღიურად, თუმცა მე მოვუწოდებ პროკურატურას, რომ ამაზე გამოძიება დაიწყოს. მე ეჭვი მაქვს, რომ ისინი აპირებენ ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ, რაიმე ფორმით ძალადობას ან მის ლიკვიდაციას და აქედანვე ამზადებენ, რომ ეს დაბრალდეს ოპოზიციას,” – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – კვიპროსის მხარდაჭერა ევროკავშირის ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაკვიპროსის პრეზიდენტი – საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა, თბილისისა და ბრიუსელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით