ფაქტია, თვალყურს ვადევნებთ შეთქმულებას საკუთარი ერის, სამშობლოს წინააღმდეგ, ამის ნაწილია ხალხი, ვინც სააკაშვილის გარშემოა შეკრებილი – ვოლსკი

ფაქტია, თვალყურს ვადევნებთ შეთქმულებას საკუთარი ერის, სამშობლოს წინააღმდეგ, რომელთა ფიგურანტები ხან რაღაცას დააბრალებენ ერთმანეთს, ხან შერიგდებიან, ხან იბუტებიან. ამის ნაწილია ხალხი, ვინც დღეს სააკაშვილის გარშემოა შეკრებილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, სადაც ჩარკვიანი ამბობს: „მოგებული ომი წაგვაგებინეს და აქ ურევია „ნაციონალური მოძრაობის“ სუსტი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ხელი“.

გია ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ველზე ზოგი გულწრფელი ემოციით არის გამოსული, ზოგი კი სპეკულაციით.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ველზე ზოგი გულწრფელი ემოციით არის გამოსული, ზოგი სპეკულაციით, მაგრამ ფაქტია, რომ თვალყურს ვადევნებთ შეთქმულებას საკუთარი ერის, ხალხისა და სამშობლოს წინააღმდეგ, რომელთა ფიგურანტები ხან რაღაცას დააბრალებენ ერთმანეთს, ხან შერიგდებიან, ხან იბუტებიან. ამის ნაწილი ის ხალხია, ვინც დღეს სააკაშვილის გარშემოა შეკრებილი, მათ შორის ადამიანები, ვინც უკრაინიდან გვმოძღვრავენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მიმართულებით გასროლილი რაკეტები რუსეთს მინიმუმ 7,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა – Forbes
შემდეგი სტატიაარესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებები არის დეზინფორმაციული, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი და იმ მოღალატეობრივ კონსპირაციაზე დამყნობილი, რაც სააკაშვილმა შექმნა – ვოლსკი