ფაქტია, რომ შეუძლებელია უსაფრთხოების შენება მოსკოვისა და მინსკის გარეშე და ბევრი იწყებს ამის გაცნობიერებას – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთისა და ბელარუსის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება შეუძლებელია. ამის შესახებ მან ბელორუსის არაღიარებულ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

„სულ უფრო და უფრო მეტი საღად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც უკვე იწყებენ ფიქრს: „რა იქნება შემდეგ, როცა ეს სიტუაცია დასრულდება?“ დღევანდელ პირობებში ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ შეუძლებელია უსაფრთხოების შექმნა ჩვენს გარეშე და ბევრი იწყებს ამის გაცნობიერებას“, – განაცხადა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა
შემდეგი სტატიარომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში არ უნდა იყოს გაუგებრობა, თუ გააკეთებენ იმის მსგავსს, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს ალიანსის პასუხს – სტოლტენბერგი