ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარა და ბრალდებები – აპირებს, საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა გააგრძელოს – სამნიძე

ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარა და ბრალდებები – აპირებს, რომ საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა გააგრძელოს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან საუბრის თემა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, სხვა მიმდინარე პროცესები და იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები იყო.

„ძირითადი თემა იყო ევროპული სტატუსი და ბუნებრივია, მიმდინარე პროცესები, ასევე იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარები და ბრალდებები. აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა. საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს ჩვენს მანდატს. ასევე, ჩვენს რეკომენდაციებს მოუსმინა. მე ვკითხე იმაზე, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რას აპირებს პოლიტიკური თვალსაზრისით და შევთანხმდით, რომ ამაზე საუბარი დღეს მთავარი თემა არაა. მთავარი თემა ევროპული სტატუსია და ამ მიმართულებით ჩვენ მის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიმეშვიდე დღეა, პრეზიდენტს პასუხი არ გაუცია კონკრეტულ კითხვაზე – დღევანდელი მოცემულობით საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ეტყობა ვიღაცის დავალებას ელოდება – მდინარაძე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მისი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, ჩავარდეს ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა – აპირებს, გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება – სამადაშვილი